17 ნოემბერი 2024,   00:47
ვრცლად
უმრავლესობის ინიციატივით, პარტია, რომელიც მანდატებზე უარს იტყვის, საბიუჯეტო დაფინანსებას და კანონით განსაზღვრულ პრივილეგიებს კარგავს

ვენეციის კომისიის კრიტიკის შემდეგ, პარლამენტი ისევ მიუბრუნდა პროექტს, რომელიც პარტიების დაფინანსების წესს ეხება.

უმრავლესობის ინიციატივით, პარტია, რომელიც მანდატებზე უარს იტყვის, საბიუჯეტო დაფინანსებას და კანონით განსაზღვრულ პრივილეგიებს კარგავს.

"პოლიტიკურ პარტია მეტი მიზანი არ გააჩნია, ან პარლამენტში უნდა შევიდეს, ან ადგილობრივ ხელისუფლებაში - საკრებულოში. თუკი ის მოიპოვებს მანდატს, ამას არ გამოიყენებს და მაინც უნდა დაფინანსება და ხალხის ფული, ეს არასამართლიანია," - განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გურამ მაჭარაშვილმა. 

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პროექტი მეორე მოსმენით განიხილა. ოპოზიცია თვლის, რომ პროექტი დისკრიმინაციულია.

"როგორც კი პარტია კონკრეტული ხმების რაოდენობას იღებს, ამ ხმების შესაბამის თანხას იღებს პარტიული საქმიანობის განხორციელებისთვის და არა პარლამენტში საქმიანობისთვის. ეს არის დასჯის მცდელობა და დემოკრატიის საწინააღმდეგოდ გამოყენებული მექანიზმი,"- აღნიშნავს პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" პოლიტიკური საბჭოს წევრი პაატა მანჯგალაძე.

დღის ამბები