17 ნოემბერი 2024,   01:23
ვრცლად
ირაკლი კობახიძის ბრალდებას ექსპრემიერი ამ დრომდე არ გამოხმაურებია - გიორგი გახარიას გუნდი კი გამოძიების დაწყებას ითხოვს

ირკლი კობახიძის მიერ გიორგი გახარიას მისამართით "ღამის კურიერში" გაჟღერებულ ბრალდებებს, დღეს, მმართველი გუნდის სხვა ლიდერებიც გამოეხმაურნენ. "ქართულ ოცნებაში" ფიქრობენ, რომ ყოფილი პრემიერი ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის პოლიტიკური ინტერესების მიხედვით მოქმედებს.

მმართველი გუნდის ბრალდებებს, "ოცნებიდან" გიორგი გახარიას პარტიაში გადასულმა დეპუტატებმა უპასუხეს. მოძრაობა "საქართველოსთვის" წევრები "ქართული ოცნების" თავმჯდომარის განცხადებების საფუძველზე გამოძიების დაწყებას ითხოვენ.

ყოფილ თანამოაზრეებს შორის დაპირისპირებას არასერიოზულს უწოდებენ "ნაციონალურ მოძრაობაში". პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები, გახარიასა და მათ ინტერესებს შორის რაიმე სახის კორელაციაზე საუბარს პოლიტიკურ მანიპულაციად აღიქვამენ.

ირაკლი კობახიძე გიორგი გახარიას "ნაციონალურ მოძრაობასთან" ანტისახელმწიფოებრივ თანამშრომლობაში ადანაშაულებს. ბრალდებებს თავად ყოფილი პრემიერი ამ დრომდე პირადად არ გამოხმაურებია.

დღის ამბები