ლატვიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი საქართველოში იმყოფება. ედგარს რინკევიჩსი ამ წუთებში საგარეო საქმეთა სამინისტროში დავით ზალკალიანს ხვდება.
აქცენტი საქართველოსა და ლატვიას შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობაზე კეთდება.
მინისტრები განიხილავენ Covid-19-ის პანდემიით გამოწვეულ მდგომარეობას როგორც საქართველოში, ასევე ლატვიაში. დაგეგმილია შეხვედრები პრემიერთან და პარლამენტის თავმჯდომარესთანაც.