17 ნოემბერი 2024,   01:23
ვრცლად
ერევანი-ბათუმის მიმართულებით პირველი მატარებელი 15 ივნისს დაიძვრება - ნათია თურნავა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას ინფორმაციით, სახმელეთო საზღვრების გახსნის გადაწყვეტილებამ პირველი შედეგები უკვე გამოიღო.

როგორც მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განმარტა, აღდგა სარკინიგზო-სამგზავრო მიმოსვლა სომხეთ-საქართველოს შორის და პირველი მატარებელი ერევანი-თბილისი-ბათუმის მარშრუტით 15 ივნისს დაიძვრება.

მისივე ინფორმაციით, მიმდინარეობს მუშაობა აზერბაიჯანთან მათი მოქალაქეების საქართველოში გამარტივებული წესით მიღებაზე და იმედოვნებს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება არ დააყოვნებს.

"ერთი კვირა გავიდა მას შემდეგ, რაც მივიღეთ გადაწყვეტილება სახმელეთო საზღვრები გაიხსნა და უკვე მოგვცა პირველადი შედეგები. საზღვრების კვეთის თვალსაზრისით მომატებულია ტურისტული ნაკადები. აღდგა სარკინიგზო-სამგზავრო მიმოსვლა სომხეთსა და საქართველოს შორის. უკვე 15 ივნისს პირველი მატარებელი ერევანი-ბათუმი-თბილისის გავლით დაიძვრება. ეს პოზიტიურ მოლოდინებს ქმნის, ტურიზმის აღდგენა და გაჯანსაღება გაგრძელდება," – განაცხადა ნათია თურნავამ.

ფინანსთა მინისტრმა აპრილის თვეში ეკონომიკურ ზრდაზე და ლარის გამყარებაზეც ისაუბრა და განაცხადა რომ ეკონომიკის ყველა სფეროზე გადანაწილდა და შესაბამისად ამან ასახვა პოვა ლარის კურსზეც.

დღის ამბები