რას პასუხობს გიორგი გახარია გუნდი ბიძინა ივანიშვილის კრიტიკას - პარლამენტისა და პარტიის "საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრის ანა ბუჩუკური აცხადებს, რომ ისინი ჭორაობას არ აპირებენ.
ამასთან, ანა ბუჩუკური გენერალურ პროკურატურაში იმყოფება. გახარიას გუნდი რამდენიმე დღის წინ "ღამის კურიერში" ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას ითხოვს.
"მმართველი გუნდის დღევანდელი ლიდერშიფი ცდილობს, რომ ეს ჭორაობა მხოლოდ პოლიტიკურ-მორალისტურ განზომილებაში დატოვოს, მაგრამ არა - ეს არის ძალიან მძიმე ბრალდებები და შესაბამისად, აუცილებელი არის ამ ბრალდებებზე სამართლებრივი რეაგირების მოხდენა.
ჩვენ არ ვჭორაობთ, ვერთიანდებით საქართველოსთვის, არავის წინააღმდეგ,"- განაცხადა ანა ბუჩუკურმა.
შეგახსენებთ, დღეს ბიძინა ივანიშვილმა ექს-პრემიერ გიორგი გახარიასთან დაკავშირებით ვრცელი წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამი, იყო რომ გიორგი გახარიამ თანამდებობიდან და "ქართული ოცნებიდან" წასვლით უღალატა, როგორც საკუთარ გუნდს, ასევე ქვეყანასაც. ბიძინა ივანიშვილი კატეგორიულად უარყოფს იმას, რომ გიორგი გახარიას ახალი პოლიტიკური ცხოვრება, რამენაირად მისი პროექტი შეიძლება იყოს.