17 ნოემბერი 2024,   01:23
ვრცლად
შარლ მიშელის დოკუმენტი, ქვეყნის განვითარება და ევროატლანტიკური კურსი - ოპოზიციის წარმომადგენლები ფილიპ რიკერს შეხვდნენ

შარლ მიშელის დოკუმენტი, ქვეყნის განვითარება და ევროატლანტიკური კურსი იყო მთავარი საკითხები ფილიპ რიკერთან ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრისას.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის წარმომადგენელმა რეგიონის შემოვლა საქართველოდან დაიწყო და მის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების დაჩქარებაზე ისაუბრა. რიკერი თბილისის შემდეგ ოფიციალური ვიზიტით ბაქოსა და ერევანს ეწვევა.

"მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო, საკითხები იყო კიდევ უფრო მნიშვნელოვანი, რომელიც ეხება ამ სახელმწიფოს, ქვეყნის განვითარებას, მძიმე ეკონომიკური მდგომარეობიდან გამოყვანას, ამ გზაზე დასახული მიზნები და ამოცანები როგორი წარმოგვიდგენია თითოეულ ჩვენგანს," - განაცხადა ენმ-ს თავმჯდომარემ ნიკა მელიამ.

პარლამენტის წევრის დავით ბაქრაძის განცხადებით, შეხვედრაზე საუბრის 80% დაეთმო სწორედ იმას, თუ რამდენად სრულდება ან არ სრულდება შეთანხმება, რა მდგომარეობაა საარჩევნო რეფორმის კუთხით, რა უნდა გაკეთდეს სასამართლო რეფორმის კუთხით, როგორ უნდა შეწყდეს პოლიტიკური მართლმსაჯულება და პოლიტიკური დევნა.

სალომე სამადაშვილის თქმით კი, საუბარი შეეხო ქვეყნისთვის მნიშვნელოვან გზავნილებს, რომელიც მნიშვნელოვანია გაჟღერდეს როგორც NATO-ს სამიტზე, ასევე ბაიდენისა და პუტინის შეხვედრაზე.

დღის ამბები