პარტია "მოქალაქეების" ინიციატივას პოლიტიკური ჯგუფის შექმნასთან დაკავშირებით, დღეს, საპროცედურო სხდომაზე განიხილავენ.
უმრავლესობის განცხადებით, მათ შეგნებულად მისცეს მცირე პარტიებს იმის შესაძლებლობა, რომ სხვა ბერკეტები და დიდ პარტიებთან გათანაბრებული უფლებები ჰქონოდათ.
ალეკო ელისაშვილი იმედოვნებს, რომ "მოქალაქეების" ინიციატივას კომიტეტზე მხარს დაუჭერენ.
"2 კაციან ჯგუფს რატომ არ აქვს უფლება პოლიტიკური ჯგუფი ერქვას. ჩვენს ზურგს უკან ხომ კონკრეტული პარტია დგას. იმედი მაქვს მხარს დაგვიჭერენ, პოლიტიკურ ჯგუფად რეგისტრირება გვინდა იმიტომ, რომ უფრო მეტი ინსტრუმენტია ჩვენი იდეებისა და ინიციატივების გასატანად," - აცხადებს პარლამენტის წევრი, პარტია ”მოქალაქეების” თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი.