28 აპრილი 2024,   12:43
ვრცლად
სისხლიანი ანგარიშსწორება ადლერში - 61 წლის კაცმა მასთან მისული სასამართლოს მანდატურები დახოცა

რუსეთში, ქალაქ სოჭში, ადლერის რაიონში უკანონო შენობის დანგრევასთან დაკავშირებით მისულ სასამართლოს მანდატურებს მეპატრონემ ცეცხლი გაუხსნა. შედეგად სასამართლოს ორივე წარმომადგენელი ადგილზე დაიღუპა.  ინფორმაცია ამის შესახებ ადგილობრივ ტელეგრამ არხებზე ვრცელდება.

პოლიციამ 61 წლის კაცი დააკავა. იარაღი, რომლითაც მან 2 ადამიანი მოკლა, არარეგისტრირებულია.

დღის ამბები