17 ნოემბერი 2024,   00:25
ვრცლად
ევროკავშირში საქართველოს წარმომადგენლად და ბელგიის სამეფოში ელჩად ვახტანგ მახარობლიშვილი დაინიშნა

ევროკავშირში საქართველოს წარმომადგენლად და ბელგიის სამეფოში ელჩად ვახტანგ მახარობლიშვილი დაინიშნა.

ახალი ელჩი დიპლომატიურ სამსახურში 2000 წლიდან სხვადასხვა პოზიციებზე საქმიანობს. 2016 წლიდან იკავებდა მინისტრის მოადგილის თანამდებობას.

"ვახტანგ მახარობლიშვილი არის, ჩვენს დიპლომატიურ სამსახურში ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი კადრი, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის საქართველო ევროკავშირის დაახლოების პროცესში. ის ბოლო წლების განმავლობაში, ხელმძღვანელობდა მთავარ მიმართულებებს, რაც იყო დაკავშირებული ასოცირების დღის წესრიგის შესრულებასთან, ასევე სავიზო ლიბელარიზაციის იმპლემენტაციის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი საქმიანობა აქვს განხორციელებული.

ევროპის ქვეყნებთან ორმხრივი ურთიერთობის განვითარების თვალსაზრისითაც ეს მიმართულება იყო მისი ძირითადი საკურაციო სფერო მინისტრის პირველი მოადგილის რანგში.

გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს აქვს უაღრესად ამბიციური გეგმა 2024 წელს განაცხადის გაკეთებასთან დაკავსირებით, რაც მოითხოვს ჩვენი საელჩოს აქტიურ მუშაობას უახლოესი წლების განმავლობაში, აქტიურ კომუნიკაციას ევროკავშრის უმაღლესი თანამდებობის პირებთან და დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი გამოცდილი კადრი წარმატებით გაართმევს თავს მასზე დაკისრებულ მოვალეობას," - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა.

დღის ამბები