17 ნოემბერი 2024,   00:49
ვრცლად
ხმა ჩაეხლიჩა და წყალი მივაწოდე. ვიფიქრე უგრძვნია კაცს დემოკრატია-თქო, ნახეთ მისი აგრესია, კომპლექსი აქვს - ირაკლი ზარქუა ნიკა მელიაზე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ ნიკა მელიას პლენარულ სხოდომაზე მიმართა და აღნიშნა, რომ მისგან გმირი არ გამოვა.

"ისეთი ტონალობით დაიწყო თავისი გამოსვლა ბატონმა მელიამ, რომ მე ვიფიქრე, უგრძვნია კაცს დემოკრატია-თქო. ხმა ჩაეხლიჩა და წყალი მივაწოდე, და ამაზე ნახეთ აგრესია, იმიტომ რომ კომპლექსი აქვს.

არ გამოვა მელიასგან გმირი, იმიტომ, რომ არანაირი თვისებები არ გააჩნია. კაცს, რომელსაც პრინციპები არ აქვს, თვისებები არ აქვს, რომ არ გამოვა მისგან გმირი. წამოგვაძახა კიდეც წეღან, ციხეში ნაჯდომიო. ციხეში ნაჯდომი ბატონო ნიკანორ ის ხალხია, ვინც სააკაშვილის ციხეში წამება გამოიარეს," - მიმართა ზარქუამ ნიკა მელიას. 

შეგახსენებთ, დღეს სესიაზე სიტყვით გამოსვლისას ნიკა მელიას საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა  ზარქუამ წყალი მიაწოდა რასაც ენმ-ს თავმჯდომარის გაღიზიანება მოჰყვა. 

დღის ამბები