17 ნოემბერი 2024,   01:25
ვრცლად
რიონის ხეობიდან ბარიკადები უნდა აიღონ და გავიდნენ საპოლიციო ძალები - ვარლამ გოლეთიანი 9 საათიანი შეხვედრის შედეგებზე

"რიონის ხეობის მცველის" ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების ჩართულობით გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ რიონის ხეობიდან ბარიკადები უნდა აიღონ, საპოლიციო ძალები ტერიტორიიდან გავიდნენ და პროტესტის მონაწილეები თავდაპირველ ადგილზე დაბრუნდნენ.

"ორი პირობა გვქონდა, რომ აღებულიყო ბარიკადები და შეწყვეტილიყო სამუშაოები. ხანგრძლივი შეხვედრა იყო. ნაწილი ამ პირობებისა, შეთანხმდა. ვგულისხმობ ბარიკადების აღებას, საპოლიციო ძალების გასვლას და ჩვენი პროტესტის დაბრუნებას პროტესტის ადგილზე, სადაც აქამდე იყო. ასევე, ვგულისხმობ მონიტორინგს ხეობაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. როდესაც ჩვენ იქ გადავინაცვლებთ, საზოგადოებას ექნება სრული ინფორმაცია რა ხდება ხეობაში. ასევე დადგა დაკავებული ბიჭების, ჩვენი თანამებრძოლების საკითხი. პროკურატურის მისამართით იქნება მოწოდება, რომ უნდა იქნან გათავისუფლები ჩვენი თანამებრძოლები, მათ შორის სამინისტრომაც ჩაინიშნა ეს საკითხი.

ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია პოტენციური დაკავების საკითხი, რაზე გვაქვს ინფორმაცია. ამ ნაწილშიც დავაყენეთ საკითხი, რომ პოლიტიკურად მოტივირებული პროცესი უნდა შეწყდეს, რომ პროცესმა გადაინაცვლოს დიალოგის მშვიდობიან ფორმატში.

ასევე შევთანხმდით, რომ თუ ეს პირობები რომელიც დადგა შემდეგ პარასკევამდე შესრულდება, ისევ შევიკრიბებით და დადგება შემდგომი პირობის განხილვის საკითხი, რაც გულისხმობს უშუალოდ ხეობაში მუშა პროცესის შეჩერებას. ჩვენ ველოდებით დეკლარირებულ პასუხს, რომ ბარიკადები უნდა იყოს აღებული და პოლიცია გაყვანილი. ჩვენ უნდა დავბრუნდეთ პროტესტის ადგილზე. მეორე ნაწილში, რაც გულისხმობს სამუშაოების შეჩერებას დავალოდებით შემდეგი პარასკევიდან," - აღნიშნა ვარლამ გოლეთიანმა.

ცობისთვის, ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები და ხელისუფლება 3 პირობის შესრულებაზე შეთანხმდნენ.

 

დღის ამბები