საქართველოს მნიშვნელოვანი როლი მოლაპარაკებებში - თემა, რომელზეც ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც ერთიანი პოზიცია აქვთ. პოლიტიკოსები ამბობენ, რომ საქართველო ისტორიულ ფუნქციას იბრუნებს, რომელიც რეგიონში უსაფრთხოების გარანტორის როლის შესრულებას ნიშნავს.
პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრის ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, უმნიშვნელოვანესი მოვლენაა, რომ საქართველომ სტრატეგიულ პარტნიორთან ერთად, შესაძლო მედიაციის განხორციელება ორ უახლოეს მეზობელთან.
"ჰუმანიტარული თვალსაზრისით, პირველ რიგში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, ეს არის უმნიშვნელოვანესი მოვლენა, რომ საქართველომ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან ერთად, შესაძლო მედიაციის განხორციელება ჩვენს ორ უახლოეს მეზობელთან. ამან ძალიან პოზიტიური სიგნალი მისცა თითოეულ მხარეს იმისთვის, რომ ჩვენს რეგიონში სტაბილური და მშვიდობიანი გარემო დამყარდეს,“ - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრის დავით მათიკაშვილის თქმით, ჰუმანიტარული აქტით ხაზი გაესვა საქართველოს ფაქტორს რეგიონში.
"ირაკლი ღარიბაშვილმა ითამაშა უმნიშვნელოვანესი ფაქტორი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებულ ურთიერთობაში. მან შეასრულა ფასილიტაციის როლი შეერთებულ შტატებთან ერთად და სწორედ მისი ჩართულობით მოხდა სომეხი სამხედროების დაბრუნება სამშობლოში, რაც გახლავთ ხაზგასმა საქართველოს ფაქტორის რეგიონში, როგორც სტაბილურობის ფაქტორი,“ - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
განცხადება გააკეთა პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრმა რატი იონათამიშვილმა.
"ეს არის ირაკლი ღარიბაშვილის და საქართველოს მთავრობის პროაქტიური საგარეო პოლიტიკის შედეგი. გვახსოვს ცოტა ხნის წინ, ამერიკის ოფიციალური პოზიცია, რომ საქართველო არის ამერიკის მთავარი პარტნიორი კავკასიის რეგიონში და ასევე, ერდოღანის განცხადება პრემიერ-მინისტრის ვიზიტის დროს, როდესაც მან აღნიშნა, რომ საქართველო არის კავკასიაში მშვიდობის და თანამშრომლობის გასაღები,“ - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.