27 აპრილი 2024,   00:04
ვრცლად
სამი წლის ბავშვი აივნიდან გადავარდა, დაცემის შემდეგ კი თავს ორი ძაღლი დაესხა - ტრაგედია ამერიკაში

ტრაგედიამ ნიუ-ჯერსიში სამი წლის ბავშვის სიცოცხლე იმსხვერპლა. პატარა ბიჭუნა მესამე სართულიდან გადავარდა, რა დროსაც ოჯახის შინაური ცხოველები, ძაღლები ბავშვს თავს დაეხსნენ და კრიტიკულ მდგომარეობამდე მიიყვანეს.

ნაშა სოტო გარდაცვლილის 23 წლის დედაა, რომელიც ამბობს, რომ ბავშვი მისთვის ანგელოზი იყო.

შემთხვევა ოთხშაბათს მოხდა, როდესაც მცირეწლოვანი სამი მეტრის სიმაღლიდან გადავარდა და თავს ორი ძაღლი დაესხა.

დაღუპული ბავშვის დედამ საკუთარ Facebook გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა: "მშობლისთვის ყველაზე საშინელი რამაა, როდესაც თავიანთ საყვარელ ბავშვს სამოთხეში უკან აბრუნებენ," - მშობელმა პოსტი პარასკევს დაწერა.

ცნობილი არაა, თუ რამ მოკლა კონკრეტულად ბავშვი, დაცემამ თუ ძაღლის თვდასხმამ.
პოლიციამ ბიჭი კრიტიკულ მდგომარეობაში სახლის უკანა ბაღში იპოვა. მას კისერზე დაცემისგან მიყენებული დაზიანება ჰქონდა, ასევე ძაღლის ნაკბენები.

საავადმყოფოში გადაყვანიდან 1 საათში გარდაიცვალა, ნიუ ჯერსიში.

 

ავტორი: ბაჩი ტყემალაძე

დღის ამბები