10 სექტემბერი 2026,   22:07
ვრცლად
როგორია კრწანისის ქუჩაზე მომხდარი ავარიისას მძიმედ დაშავებული დედა-შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ოპერაციის შემდგომ 

კრწანისის ქუჩაზე მომხდარი ავარიის დროს დაშავებული არასრულწლოვნის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. როგორც "რუსთავი 2-ს" კლინიკა "ნიუჰოსპიტალში" განუცხადეს, მოზარდი უკვე გადაიყვანეს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში. ასევე სტაბილურია მეორე დაშავებულის, არასრულწლოვნის დედის ჯანმრთელობის მდგომარეობაც.

ავარიის დროს დაშავებულ არასრულწლოვანს და მის დედას ოპერაცია კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალში" გუშინ ჩაუტარდათ. ორივე პაციენტის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია. 

შეგახსენებთ, კრწანისის ქუჩაზე, 12 ივნისს მომხდარი ტრაგიკული ავარიის შედეგად გარდაცვლილთ რიცხვი დღს 3-მდე გაიზარდა. როგორც მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის ექსპლუატაციისა და უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

დღის ამბები