10 სექტემბერი 2026,   22:07
ვრცლად
დღეს რესპუბლიკურ საავადმყოფოში სამედიცინო სფეროში დასაქმებული 30-მდე პირი ჩინური Sinovac-ით აიცრება

Sinovac-ით რეგისტრაცია დღეს სწორედ ექიმების იმუნიზაციის პროცესში ჩართვით განახლდა. მედიკოსები, რომლებიც ფრონტის წინა ხაზზე დგანან ამბობენ, რომ დღეს საკუთარ პასუხისმგებლობას გამოხატავენ, ვინაიდან პირველ რიგში იყოს დაცული მათი ჯანმრთელობა და შემდეგ უკვე მათი პაციენტების უსაფრთხოება.

მედიკოსები საკუთარ კოლეგებს მოუწოდებენ და მათ შორის მოქალაქეებს, აიცრან, ვინაიდან პანდემიის დასრულება ვაქცინაციის გარეშე არის წარმოუდგენელი.

დღეს რესპუბლიკურ საავადმყოფოში სამედიცინო სფეროში დასაქმებული დაახლოებით 30-მდე ადამიანი ჩინური Sinovac-ით აიცრება.

"მაქსიმალური კომუნიკაცია გვაქვს ჩვენს პაციენტებთან და უმრავლეს შემთხვევაში შესაძლებელია ის სოციალური დისტანცია იყოს დაცული, ამიტომ ჩვენ ორმაგი პასუხისმგებლობა გვეკისრება არა მარტო ჩვენზე და ჩვენს გარემოცვაზე, არამედ პაციენტების ჯანმრთელობაზეც, შესაბამისად, მაქსიმალურად უნდა იქნას მოცული ჩვენი კოლეგები ვაქცინაციით," - აცხადებს ექიმი გიორგი მერაბიშვილი

კლინიკური დირექტორი ნოდარ ჩიმაკაძის განცხადებით, კლინიკაში ამ ეტაპზე 30 ვაქცინაციის კაბინეტია და ისინი სრული დატვირთვით მუშაობენ. მისივე თქმით, ასევე იგეგმება ვაქცინაციის კაბინეტების დამატებას.

ჩინური Sinovac-ი ტრადიციული მეთოდეზე დამყარებული პრეპარატია, ის საკმაოდ უსაფრთხოა და ნაკლები გვერდითი მოვლენა აქვს.  

დღის ამბები