17 ნოემბერი 2024,   01:50
ვრცლად
პანდემიის წინააღმდეგ დროებითი ღონისძიებების გასატარებლად, მთავრობას უფლებამოსილების ვადა 2022 წლამდე გაუგრძელდება

პანდემიის წინააღმდეგ საბრძოლველად დროებითი ღონისძიებების გასატარებლად მთავრობას მინიჭებული უფლებამოსილების ვადა კიდევ ერთხელ, ამჯერად, 2022 წლის 1 იანვრამდე გაუგრძელდება.

შესაბამისი ცვლილებები საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონში შედის.

ცვლილებების მიხედვით, მთავრობა ღონისძიებების გატარებას საპარლამენტო განხილვების გარეშე შეძლებს.

საკანონმდებლო ინიციატივას ეწინააღმდეგებიან ოპოზიციაში, პოლიტიკოსები ოპოზიციური ფლანგიდან ამბობენ, რომ ცვლილებები არაკოსტიტუციურია და პარალემენტის როლის დასუსტებას გამოიწვევს.

ოპონენტების საპასუხოდ კი, მმართველ პარტიაში განმარტავენ, რომ პანდემიის რისკების ეფექტური მართვისთვის მთავრობის გადაწყვეტილებების მიღების დისკრეცია უნდა ჰქონდეს.

დღის ამბები