მესამე ძალის ამბიცია ქართულ პოლიტიკაში და კოალიციური მთავრობის ინიციატივები.
ქართული პოლიტიკური პოლიფონიის აუცილებლობაზე მამუკა ხაზარაძე საუბრობს, რომელსაც მხარს გიორგი ვაშაძე უჭერს.
ინიციატივის განვითარებას კი მამუკა ხაზარაძე "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" გარეშე გეგმავს. როგორც "ლელოს" ლიდერი ამბობს, საზოგადოება უკვე 18 წელია ერთპარტიული მმართველობისგან დაიღალა.
ხაზარაძე ფიქრობს, რომ საზოგადეობაში კოალიციური მთავრობის იდეას ჯერ კიდევ გამყარება სჭირდება, რასაც ხელს სწორედ ყოფილი და მოქმედი სამთავრობო პარტიები უშლიან.
ხაზარაძე-ვაშაძეს დღეს პოლიტიკური სტრატეგია დაუწუნეს "ნაციონალურ მოძრაობაში". პარტიის წევრები კოლეგებს საერთო ოპოზიციური მიზნების საწინააღმდეგო ნაბიჯების გადადგმისგან თავშეკავებას ურჩევენ და ამბობენ, რომ "ნაციონალური მოძრაობა" მზადაა, სამომავლოდ ერთპროცენტიან პოლიტიკურ ძალებთანაც ითანამშრომლოს.