საქართველოს პარლამენტსა და ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი მოეწერა. ღონისძიება პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ და NDI -ის საქართველოს ოფისის დირექტორმა ალან გილამმა გახსნეს.
დოკუმენტი ითვალისწინებს ინოვაციური მეთოდების დანერგვას საპარლამენტო საქმიანობაში.
კახა კუჭავა აღნიშნავს, რომ საპარლამენტო საქმიანობა კიდევ უფრო ეფექტური გახდება და გაიზრდება ნდობა პარლამენტის მიმართ.