გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციას ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიესალმება.
"გენერალურმა ასამბლეამ, კიდევ ერთხელ, დაგმო რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში ძალისმიერი გზით განხორციელებული დემოგრაფიული ცვლილებები და განამტკიცა დევნილთა უფლება უსაფრთხოდ დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში," - წერს ირაკლი ღარიბაშვილი საკუთრ განცხადებაში.
საქართველოს პრემიერი ყველა იმ სახელმწიფოს, რომელმაც დოკუმენტს მხარი დაუჭირა, მადლობას უხდის.