06 მაისი 2024,   14:18
ვრცლად
სამხედროებმა მიანმარში სოფელი გადაწვეს

მიანმარში სამხედროებმა სოფელი გადაწვეს. კინმაში მდებარე 240-მდე სახლიდან სრულად დანგრევას მხოლოდ 10 გადაურჩა.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, ხუნტას წარმომადგენლები კონკრეტულ პირებს ეძებდნენ, რომლებმაც ხუნტას ჯარისა და პოლიციისგან დასაცავად თავდაცვის ძალები ჩამოაყალიბეს. მათივე ცნობით, სოფელში ჩამოყალიბებულმა თავდაცვის ძალებმა ისინი ჯარების შეჭრამდე წინასწარ გააფრთხილეს.

ამ დრომდე არ ვრცელდება ინფორმაცია დაშავებულებისა და დაღუპულების შესახებ.

დღის ამბები