06 მაისი 2024,   14:08
ვრცლად
მთავრობა ნავით, ხალხი ცურვით - რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმში წყლდიდობაა

მთავრობა ნავით, ხალხი ცურვით - რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის მმართველი-სერგეი აქსიონოვი სკანდალში გაეხვა. რუსულ მედიაში გავრცელდა კადრები, სადაც დატბორილი ქერჩის ქუჩებში, აქსიონოვი თანმხლებ პირებთან ერთად ნავით გადაადგილდება. კადრში ადგილობრივებიც ჩანს, რომლებიც თავდაპირველი ინფორმაციით საავადმყოფოში ცურვით მიემართებიან.

სკანდალური ვიდეოს შემდეგ, რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის დე ფაქტო ხელმძღვანელმა განმარტა, რომ კადრში სამაშველო სამსახურის თანამშრომლებია ასახული და არა ადგილობრივები.

შეგახსენებთ, რომ ქერჩში ორი დღე გადაუღებლად წვიმდა. დაიტბორა საცხოვრებელი სახლები, დაზიანდა ქალაქის ინფრასტრუქტურა

დღის ამბები