19 ნოემბერი 2024,   22:41
ვრცლად
თბილისში ვანდალურად დაზიანებული უძველესი არაბული წარწერის ფილაზე სპეციალისტებმა აღდგენით სამუშაოები დაიწყეს

პუშკინის ქუჩაზე მდებარე არქეოლოგიურ კომპლექსზე 19 ივნისს ვანდალურად გადაღებილი წარწერის რესტავრაციას, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს შეტყობინების საფუძველზე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო დარგის სპეციალისტებთან ერთად უზრუნველყოფს.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს გაცემული ნებართვის საფუძველზე, ძველი გალავნის კარიბჭის კედელში ჩაშენებულ უძველეს არაბულ წარწერიან ქვიშაქვის ფილაზე აღდგენით სამუშაოებს უკვე აწარმოებენ სააგენტოს არქიტექტორ-რესტავრატორი და შპს "იუკონი და კომპანიას" კონსერვაციის სპეციალისტი.

თბილისში მომხდარ ვანდალურ ფაქტს, რა დროსაც მე-8 საუკუნის არაბული წარწერა დააზიანეს, სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა, საზოგადოება შესაბამის ორგანოებს სწრაფი და ადეკვატური რეაგირებისკენ მოუწოდებს.

დღის ამბები