27 აპრილი 2024,   00:00
ვრცლად
ვინ იყო მამაკაცი, რომელიც ბოლნისში მოკლეს - საქმეზე დაკავებული ამ დრომდე არავინ არის

ბოლნისში მომხდარ განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებული ამ დრომდე არავინაა. გარდაცვლილი 38 წლის მამაკაცია. ადგილობრივების ინფორმაციით, სისხლიან გარჩევაში 30-მდე პირი მონაწილეობდა.

გარდაცვლილი დავით სვანიძე დმანისიდან იყო, ის ბოლნისში მუშაობდა და მეგობართან ერთად დროებით ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა.

ბოლნისის ცენტრალური კლინიკის დირექტორის თმით, მას ჭრილობა გულ-მკერდის არეში ჰქონდა მიყენებული.

"არ ჰქონდა პულსი, არ ესინჯებოდა. გულისცემა არ იყო, სუნთქვა არ ჰქონდა. ცეცხლნასროლი ჭრილობის კვალს ტოვებდა, გამავალი იყო გულ-მკერდის მარცხენა ნახევარში უკნიდან. ჩაუტარდა ეტიკეტით ყველა რეანიმაციული ღონისძიება, მაგრამ უშედეგოდ, ახალი გარდაცვლილი იყო,"- განმარტავს ბოლნისის ცენტრალური კლინიკის დირექტორი გია სანიკიძე.

დღის ამბები