20 აპრილი 2024,   06:03
ვრცლად
პირველი ტრანსგენდერი, რომელიც ოლიმპიადაში ქალთა შორის ასპარეზობს - 43 წლის ავსტრალიელ სპორტსმენს თამაშებში მონაწილეობის უფლება მისცეს

ახალზელანდიელი ლორელ ჰაბარდი პირველი ტრანსგენდერი სპორტსმენი გახდა, რომელიც ოლიმპიადაზე ასპარეზობს.

ოფიციალურმა პირებმა ის ტოკიო 2020-ის ქალთა გუნდისთვის მას შემდეგ შეარჩიეს, რაც საკვალიფიკაციო მოთხოვნები ცოტა ხნის წინ შეიცვალა.

43 წლის სპორტსმენს ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის უფლება მას შემდეგ მიეცა, რაც საერთაშირისო ოლიმპიურმა კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, დაეშვა ტრანსგენდერების ქალთა შორის ასპარეზობა იმ შემთხვევაში, თუ მათი ტესტოსტერონის დონე გარკვეულ ზღვარზე დაბალი იქნებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ სპორტსმენის ტესტოსტერონის დონე განსაზღვრულზე დაბალია, კრიტიკოსები ამბობენ, რომ მისი მონაწილეობა ოლიმპიადებში ქალად დაბადებული სპორტსმენებისთვის კვლავ უსამართლოა. 

ისინი აპელირებენ იმ ბიოლოგიურ უპირატესობაზე, ვინც სქესობრივი მომწიფება განიცადეს, როგორც მამაკაცებმა, რამაც გავლენა მოახდინა ძვლისა და კუნთების სიმკვრივეზე. 

წყარო: BBC

დღის ამბები