საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოში 2 კვირაში მილიონი დოზა ვაქცინა შემოვა.
"საქართველოში 2 კვირაში მილიონი დოზა ვაქცინა შემოვა. და ჩვენ ძალიან ინტენსიურ ვაქცინაციის პროცესს დავიწყებთ,"- განაცხადა პრემიერმა.
ამასთან, პრემიერმა დღეს, პირველი ივლისიდან გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვის მოხსნის შესახებაც განაცხადა და ასევე, აღნიშნა, რომ დღეიდან ღია სივრცეებში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება.