17 ნოემბერი 2024,   01:55
ვრცლად
სახალხო დამცველს დღეს პარლამენტში ელოდებიან - ნინო ლომჯარია სესიაზე წლიური ანგარიშით წარსდგება

სახალხო დამცველს დღეს პარლამენტში ელოდებიან. ნინო ლომჯარია სესიაზე წლიური ანგარიშით წარსდგება. ანალოგიური დოკუმენტი ომბუდსმენმა მანამდე კანონმდებლებს საკომიტეტო მოსმენაზე გააცნო. ოპოზიციონერი დეპუტატები სახალხო დამცველის აპარატის მუშაობას დადებითად აფასებენ, თუმცა აქვთ შეკითხვები და რჩევებიც.

"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრის თეონა აქუბარდიას თქმით, კითხვების მთავარი ადრესატი არა სახალხო დამცველი, არამედ მთავრობაა, რომელიც მის ანგარიშსა და რეკომენდაციებს არასათანადოდ ასრულებს.

"გირჩში" თვლიან, რომ ომბუდსმენის ანგარიშში უამრავი რეკომენდაციაა და უმჯობესი იქნებოდა რჩევები ნაკლები ყოფილიყო, რაც უმრავლესობას სპეკულაციის საშუალებას არ მისცემდა.

კითხვებისთვის ემზადება უმრავლესობაც. მათი თქმით, კითხვები იქნება იმასთან დაკავშირებით თუ როგორ ხედავს სახალხო დამცველი იმ გამოწვევებთან გამკლავების გზებს, რა გამოწვევებიც ქვეყანაში ადამიანის უფლებების მიმართულებით არსებობს.

დღის ამბები