17 ნოემბერი 2024,   00:42
ვრცლად
კონსპირაციული შეხვედრა და ვაშინგტონური ვოიაჟი - როგორ აფასებენ პარტიები გიორგი გახარიასა და მიხეილ სააკაშვილს შორის შეხვედრას

კონსპირაციული შეხვედრა თუ დამთხვევა დროსა და სივრცეში - გიორგი გახარიას გუნდი მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას კატეგორიულად უარყოფს.

ამასთან, "ნაციონალური მოძრაობის" საპარლამენტო ფრაქციაში გავრცელებულ ინფორმაციას არაზუსტს უწოდებენ და ამბობენ, რომ მათ გახარიას პარტიისგან განსხვავებული დღის წესრიგი აქვთ.

"კურიერის" ინფორმაციით კი ყოფილი პრემიერი და ყოფილი პრეზიდენტი ერთმანეთს შეერთებულ შტატებში შეხვდნენ. "რუსთავი 2-მა" გაარკვია, რომ "ნაციონალური მოძრაობის" და პარტიის "საქართველოსთვის" დელეგაციები, ამერიკაში ერთ სასტუმროში იმყოფებოდნენ.

"კურიერმა" ასევე ექსკლუზიურად გადაიღო კადრები, სადაც ჩანს, რომ სწორედ ქალაქის ცენტრში მდებარე The Mayflower Hotel-ში იმყოფებოდა მიხეილ სააკაშვილიც.

ყოფილი პრეზიდენტი "რუსთავი 2-თან" კომენტარს არ აკეთებს. თუმცა ფაქტს, რომ გიორგი გახარია იმავე სასტუმროში იმყოფებოდა, სადაც "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი - ადასტურებს ასევე ვაშინგტონში მყოფი თინათინ ბოკუჩავა.

მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ ეჭვები მელიას დაკავების პროცესში გახარიას ქმედებებთან დაკავშირებით ექსპრემიერის ვაშინგტონურმა ვოიაჟმა კიდევ უფრო გაამყარა.

დღის ამბები