საქართველოში გერმანიის ელჩჩის ჰუბერტ ქნირშის განცხადებით, შეშფოთებულია, რომ იმ პარტიებს შორის, რომლებმაც შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერეს, მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრებები არსებობს. მისივე თქმით, შარლ მიშელის დოკუმენტი სრულყოფილად უნდა განხორციელდეს. ასევე, ელჩი აღნიშნავს, რომ სასამართლო სისტემა ძალიან დელიკატური საკითხია.
"შეშფოთებული ვარ, რომ იმ პარტიებს შორის, რომლებმაც შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერეს, მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრებები არსებობს. შარლ მიშელის დოკუმენტი სრულყოფილად უნდა განხორციელდეს. სასამართლო სისტემა ძალიან დელიკატური საკითხია. უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ გაძლიერდეს ადამიანების ნდობა და რწმენა სასამართლო ხელისუფლების მიმართ და მოსამართლეების დანიშვნის პროცესმა ამ ნდობის გაძლიერებას ხელი უნდა შეუწყოს," - განაცხადა ელჩმა.