გორში პოლიციელს თავს დაესხნენ - საპატრულო პოლიციის თანამშრომელს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას თავის არეში დაზიანებები ახალგაზრდა მამაკაცმა მიაყენა.
ფიზიკური დაპირისპირება თვითმხილველების თქმით პატრულის მიერ მოქალაქის გაჩერებას მოჰყვა. დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, თავდამსხმელი კი დაკავებულია.
სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით პოლიციელზე თავდასხმის ფაქტზე 2000 წელს დაბადებული ს.ყ. გორში დააკავეს.
გამოძიება საქმეზე საქართველოს სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.