პარლამენტის თავმჯდომარე შავი ზღვის საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანს შეხვდა. საუბრისას ხაზი გაესვა ასამბლეის წევრ ქვეყნებს შორის ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობის გაღრმავების საკითხს.
ასევე, აღინიშნა, რომ გლობალური პანდემიის პირობებში, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ჯანდაცვის სფეროში თანამშრომლობის გააქტიურება. ასაფ ჰაჯიევმა კახა კუჭავას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ურყევი მხარდაჭერა დაუდასტურა და პარლამენტის თავმჯდომარე ვიზიტით სტამბულში მიიწვია.