17 ნოემბერი 2024,   01:27
ვრცლად
ცოტა მეღიმებოდა, რატომ არის ესეთი ცინიზმით განმსჭვალული ეს თავდასხმა - მამუკა ხაზარაძე თეა წულუკიანის შესახებ 

"ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე "ღამის კურიერში" კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებაზე საუბრობს, რომელმაც აღნიშნა, რომ მამუკა ხაზარაძე წარუმატებელი ადამიანია, რომელმაც ტყუილი დაპირებებით ანაკლიის პროექტი ჩააფლავა. 

"ცოტა მეღიმებოდა ამ ნაწილს რომ ვუსმენდი, რატომ არის ესეთი ცინიზმით განმსჭვალული ეს თავდასხმა, რომელიც ახლა მან გამოამჟღავნა ჩემ მიმართ, რომ მე ვარ წარუმატებელი ადამიანი. კი ბატონო, თუ მას ესე ჰგონია, ასე იყოს და ამის პასუხად მინდა გითხრათ, რომ თქვენ ხართ წარმატებულები ქართული ოცნება, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ 9 წლის განმავლობაში თქვენ ძალიან ბევრ რამეს მიაღწიეთ ამ ქვეყანაში, გააღატაკეთ ქვეყანა, ბიუჯეტი გაძარცვეთ, პრაქტიკულად შანსი არ დაუტოვეთ ადამიანებს, რომ აქ ჰქონოდათ საშუალება განვითარების და უამრავი ახალგაზრდა გავიდა ქვეყნიდან. და რაც ყველზე მთავარია, ჩვენი ყველაზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი სიწმინდე, გელათი ვერ გადახურეთ.

მე არც მინდა პასუხი, ესეთი ცინიკური დამოკიდებულება მომისმენია ადამიანების მიმართ ამ ქალბატონისგან, ამიტომ  არანაირად არ ინდა ამასთან პოლემიკაში შევიდე,“ - აცხადებს მამუკა ხაზარაძე. 

ამავე თემაზე
დღის ამბები