20 ნოემბერი 2024,   08:23
ვრცლად
13 ივნისის სტიქია - მერიამ დაზარალებულების მოთხოვნები გაითვალისწინა

სტიქიით დაზარალებულებსა და მერიას შორის შეთანხმება მიღწეულია. თბილისის მთავრობამ დაზარალებულთა მოთხოვნა დააკმაყოფილა .

საცხოვრებელი ფართები როგორც საბაზრო ღირებულების შესაბამისად, ისე სულადობრივი პრიციპით ანაზღაურდება, როგორც ეს დოკუმენტის პირვანდელ ვარიანტში იყო გათვალისწიენბული.

ასევე, 5 000-10 000-მდეა გაზრდილი ე.წ. საოჯახო პაკეტის თანხის მოცულობაც.

სხვა დეტალები სავარუდოდ უახლოეს საათებში გახდება ცნობილი, მას შემდეგ რაც დაზარალებულთა კომპენსაციის წესის შესახებ დოკუმენტის საბოლოო ვერსიას თბილისის მთავრობა საკრებულოს გადაუგზავნის.

შეხვედრა, რომელზეც ამ საკითხებზე მსჯელობდნენ მერიაში გვიანობამდე გაგრძელდა.მას დაზარალებულა ნაწილიც დაესწრო.

დოკუმენტს, რომლითაც კომპენსაციები უნდა გაიცეს, 13 ივნისს დაზარალებული 161 ოჯახი ელოდება. 

 
დღის ამბები