17 ნოემბერი 2024,   01:43
ვრცლად
"ზოგიერთი პარტია პატივს არ სცემს შეთანხმებას და არაკეთილსინდისიერად მოქმედებს" - რა პასუხი აქვთ კრიტიკის ადრესატებს სენატის რეზოლუციაზე

"ზოგიერთი პარტია პატივს არ სცემს შეთანხმებას და არაკეთილსინდისიერად მოქმედებს" - კიდევ ერთი გზავნილი შტატებიდან, სენატი ახალ რეზოლუციაში კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველა პარტიას, მოაწეროს ხელი შარლ მიშელის დოკუმენტს.

ასევე შესრულდეს ყველა ვალდებულება, რომლებიც მმართველმა ძალამ და ოპოზიციამ ამ შეთანხმების საფუძველზე იკისრეს. 

სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მორიგი მოწოდების მიუხედავად, "ნაციონალური მოძრაობა" მიშელის დოკუმენტზე ხელის მოწერას არ აპირებს.

33-კაციანი დეპუტაციის მქონე პარტიას კომპრომისულ დოკუმენტთან მიერთების საკუთარი წინაპირობა აქვს -  "ნაციონალები" "ოცნების" ინიცირებული 20 ივნისის ამნისტიის პროექტის შეჩერებას მოითხოვენ.

დღის ამბები