06 მაისი 2024,   13:21
ვრცლად
ქალს, რომელმაც ველორბოლის დროს სპორტსმენები წააქცია, პოლიცია ეძებს - ფრანგ ფანს 1 წლამდე პატიმრობა ემუქრება

ველორბოლის, Tour de France-ის ერთ-ერთ ფანს, რომლის აკრძალულმა და უცნაურმა ქმედებამ, რბოლის ათეულობით მონაწილის ტრავმები გამოიწვია და შეჯიბრი კინაღამ ჩაშალა, სავარაუდოდ ერთ წლამდე პატიმრობა ელის. სამართალდამცველებმა მასზე ძიება გამოაცხადეს.

ცნობილი ველორბოლის დროს, გულშემატკივარი ქალი, ველოტრასაზე პლაკატით ხელში გადავიდა, შეჯიბრის ერთ-ერთი მონაწილე პლაკატს შეეჯახა და წაიქცა, რამაც ჯაჭვური რეაქციით, მასთან ახლოს მდგომი ველოსიპედისტების წაქცევა და რბოლის შეფერხება გამოიწვია, თავად სპორტსმენებმა კი არაერთი ტრავმა მიიღეს. რამდენიმე მათგანი რბოლას გამოეთიშა. 

Open Photo

პროკურორებმა ფაქტზე გამოძიება დაიწყეს. ქალის იდენტიფიცირება ჯერ არ მომხდარა და ის ინციდენტის შემდეგ ადგილიდან გაქრა და იქაურობა გამომძიებლების მისვლამდე დატოვა. 

Open Photo

პროკურორების ინფორმაციით, საქმე აღძრულია უსაფრთხოების წესების მიზანმიმართულად დარღვევისა და ისეთი ტრავმების მიყენებაში, რომლის შედეგადაც პირს სამ თვემდე მუშაობა არ შეეძლება.

Open Photo

ამასთან, ნებისმიერ პირს, რომელსაც აღნიშნულ დანაშაულს დაუმტკიცებენ, 1 წლიანი პატიმრობა და 13 000 ფუნტ სტერლინგის ჯარიმა ემუქრება. 

დღის ამბები