06 მაისი 2024,   15:09
ვრცლად
პალესტინელი აქტივისტის გარდაცვალებას პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა

არეულობა მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე - პალესტინელი აქტივისტის გარდაცვალებას პალესტინის პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა.

აქტივისტი პრეზიდენტ მაჰმუდ აბასის კრიტიკოსი იყო, ის პალესტინის უშიშროების ძალების მიერ დაკავების შემდეგ გარდაიცვალა. დემონსტრანტები აცხადებენ, რომ აქტივისტს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

საპროტესტო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ პალესტინის ძალებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. უცნობია დაშავებულთა რიცხვი.

დღის ამბები