20 ნოემბერი 2024,   03:02
ვრცლად
კულტურის მინისტრი პარიზში UNESCO-ს გენერალურ მდივანს შეხვდა

კულტურის მინისტრი პარიზში UNESCO-ს გენერალურ მდივანს შეხვდა.

თეა წულუკიანმა და ოდრე აზულემ რამდენიმე საკითხი განიხილეს, მათ შორის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვის პრობლემა.

"ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ უნდა გავაგრძელოთ ერთობლივი ძალისხმევით ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვა პროფესიულად და მაღალი ხარისხით.

მნიშვნელოვანი იყო ასევე ჩვენი საუბარი თბილისში მიმდინარე უმნიშვნელოვანეს ღონისძიებაზე, რომლის პატრონაჟიც ეკუთვნის UNESCO-ს. ეს გახლავთ "თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი" და ხაზი გაესვა ასევე კულტურის სამინისტროს საქმიანობას კრეატიული ინდუსტრიები მიმართულებით,"- საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი.

შეხვედრაზე ასევე საუბრის თემა იყო პროექტი "თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი", რომელიც UNESCO-ს პატრონაჟით ხორციელდება. ამასთან, ხაზი გაესვა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს საქმიანობას კრეატიული ინდუსტრიების მიმართულებით და მათ შორის, პირველ რიგში, აღინიშნა სამინისტროს სსიპ "შემოქმედებით საქართველო", რომელიც მინისტრის თქმით, კულტურის სამინისტროს ფარგლებში უნდა გახდეს წამყვანი ორგანიზაცია, ვინც ამ მიმართულებით იმუშავებს.

დღის ამბები