19 ნოემბერი 2024,   22:20
ვრცლად
ნინოწმინდაში მცირე ზომის ბავშვთა სახლების მშენებლობა იგეგმება - ანდრია ჯაღმაიძე   

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ანდრია ჯაღმაიძემ ნინოწმინდის პანსიონის შესახებ, საპატრიარქოში გამართული შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა, რომელსაც ჯანდაცვის მინისტრი, კარლ ჰარცლეთან ერთად ესწრებოდა. 

ჯაღმაიძის განმარტებით, ნინოწმინდაში მცირე ზომის ბავშვთა სახლების მშენებლობა იგეგმება.

"დღეს იყო ერთგვარი შეჯამება, პირველი შეხვედრაც დაახლოებით ამ ფრომატში იყო. შეხვედრას ესწრებოდა ჯანდაცვის მინისტრი და კარლ ჰარცელი. შეფასდა განვლილი პერიოდი მას შემდეგ რაც მეუფე იაკობი დაინიშნა იქ. 

გამოთქვეს კმაყოფილება, თუ როგორ მიდის იქ პროცესები. ვისაუბრეთ შემდგომ ნაბიჯებზე, რომ ბავშვები უპირველესად დაბრუნდნე ოჯახებში და თუ ეს არ მოხერხდა ოჯახური ტიპის ბავშვთა სახლებში. 

მცირე ზომის ბავშვთა სახლების მშენებლობა იგეგმება ნინოწმინდაში. ამაში მონაწილეობის მიღების სურვილი ყველა აქ დამსწრე ორგანიზაციამ გამოთქვა.

ეს უნდა იყოს საერთაშორისო მოთხოვნების დონის მცირე ტიპის ბავშვთა სახლები,"- აღნიშნა ანდრია ჯაღმაიძემ.

საპატრიარქოში შეხვედრაზე იმყოფება ეკატერინე ტიკარაძე კარლ ჰარცელი და მათთან ერთად სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. მთავარი თემა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატის ირგვლივ განვითარებული მოვლენებია.

დღის ამბები