პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე გივი მიქანაძე "ლელოს" მიშელის დოკუმენტის დარღვევაში ადანაშაულებს. როგორც გივი მიქანაძემ "დღის კურიერში" თქვა, საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე მხარის არ დაჭერით, "ლელო" "ნაცმოძრაობის" რიგებს შეურთდა.
"საზოგადოებას კიდევ ერთხელ დაუმტკიცეს, რომ მათთვის ვიწრო პარტიული ინტერესბი არის ყველაზე მნიშვნელოვანი, საზოგადოების და ქვეყნის ინტერესები არაფერს წარმოადგენს. მათ მართლაც უგულებელყვეს ის შეთანხმება, რომელსაც 19 აპრილს "ლელომ" ხელი მოაწერა და ფაქტობრივად "ნაცმოძრაობის" რიგებს შეუერთდნენ. ენმ დღემდე არ აწერს ამ დოკუმენტს ხელს და საერთაშორისო ღირებულებებს არ აღიარებს,"- განაცხადა "დღის კურიერში" გივი მიქანაძემ.
შეგახსენებთ, 86 ხმით სამის წინააღმდეგ პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში ცვლილებები დაამტკიცა. პროექტი ოპოზიციის ნაწილთან შეთანხმებული იყო, თუმცა "ნაციონალურმა მოძრაობამ" და პარტია "ლელომ" თავი შეიკავეს, პარლამენტის ფრაქცია "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" წევრი მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ კენჭისყრაში მონაწილეობა მისთვის მიუღებელი იყო.