04 მაისი 2024,   17:44
ვრცლად
დეფილე კუბოთი, მაკიაჟი და ანიმეს სტილის ჩასასვენებელი - უკრაინაში სარიტუალო მომსახურების საერთაშორისო გამოფენა გაიმართა

უკრაინაში 25-26 ივნისს პირველად ჩატარდა თანამედროვე დაკრძალვის კულტურის საერთაშორისო გამოფენა სახელწოდებით RIP EXPO. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.

კიევში შეიკრიბნენ რიტუალური მომსახურების სფეროს წარმომადგენლები სხვადასხვა ქვეყნიდან, საკუთარი პროდუქცია წარმოადგინეს და ლექციები ჩაატარეს.

გამოფენა ორიგინალური დეფილეთი გაიხსნა, სადაც მოდელები იმპროვიზირებულ კუბოებში წარმოადგენდნენ ქალის სამოსს გარდაცვლილთათვის.

ლექციები წაიკითხეს გარდაცვლილთა მაკიაჟის სპეციალისტებმა და ბიოენერგეტიკებმა.

გამოფენაზე ორიგინალურ ექსპონატებს შორის იყო გარდაცვლილიs ფერფლიდან ან თმისგან დამზადებული ბრილიანტები, რომლებიც მათი ხსოვნისთვის ახლობლებმა შეუკვეთეს. ასევე იყო ანიმეს სტილის კუბოებიც, თუმცა ისინი სპეციალურად გამოფენისთვის დამზადდა და ჯერჯერობით გაყიდვაში არაა.

 

დღის ამბები