თბილისის მერმა დედაქალაქის განვითარების რიგით მეშვიდე და ამავე დროს ბოლო პრეზენტაცია გამართა.
კახა კალაძე მიიჩნევს, რომ სწორ მართვასა და ეკონომიკური პოლიტიკის გატარებაზეა დამოკიდებული დედაქალაქის სწორი განვითარება და ყველა ის პროექტი, რომელიც თბილისის მცხოვრებლებისთვის უკეთესი პირობების შესაქმნელად ხორციელდება.
პრეზენტაციის დროს მერმა ყურადღება პანდემიის დროს დედაქალაქში არსებული ბიზნესისთვის გაწეულ დახმარებაზე გაამახვილა.