20 ნოემბერი 2024,   03:28
ვრცლად
საყოველთაო ვაქცინაციის ცენტრებში "სინოფარმით" და "სინოვაკით" აცრა იქნება შესაძლებელი, "ფაიზერი" და "ასტრაზენეკა" მხოლოდ კლინიკებში - ეკატერინე ტიკარაძე

საყოველთაო ვაქცინაციის დაწყების წინ ჯანდაცვის მინისტრი კლინიკების ხელმძღვანელებთან შეხვედრას მართავს. ეკატერინე ტიკარაძემ შეხვედრის დაწყებისას განაცხადა, რომ ვაქცინაციის პროცესს საკმაოდ კარგი დინამიკა აქვს და ხაზი გაუსვა იმას, რომ მასობრივი ვაქცინაციის დაანონსების შემდეგ მას მოქალაქეების უფრო მეტი აქტიურობის მოლოდინი აქვს.

ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელის თქმით, ამ ეტაპისთვის ვაქცინაციის პროცესში ჩართულია 200 კლინიკა, 281 ამცრელი ბრიგადა, თითო ბრიგადის გამტარიანობა არის 60 პაციენტი 8 საათიანი სამუშაო გრაფიკში და არის მზაობა გამტარუნარიანობის გაზრდისა, როგორც გრაფიკის, ასევე ბრიგადების გაზრდის მიმართულებით.

როგორ ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, არსებული რესურსებით არის შესაძლებლობა, რომ დღიურ რეჟიმში 17 ათასი ადამიანი აიცრას, რაც 25 დღიანი სამუშაო პერიოდში იქნება ნახევარი მილიონი ვაქცინირებული მოქალაქე.

"ვთვლით, რომ ეს იქნება საკმაოდ კარგი მაჩვენებელი, თუ ერთობლივი ძალისხმევით ყოველ თვე, მომდევნო 3 თვეში ავცრით ნახევარ მილიონ მოქალაქეს," - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

მინისტრის თქმით, საერთო ვაქცინაციისთვის იგეგმება მასობრივი ვაქცინაციის სივრცით მოწყობა და ასეთი მაგალითი უკვე არის თბილისში "ჰუალინგის ცენტრში".

"შემდეგი გვაქვს ლილო, აღმოსავლეთ თბილისის და საქართველოს მიმართულებით, სადაც იგეგმება ცენტრის გახსნა," - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მინისტრმა ასევე ისაუბრა იმასთან დაკავშირებით, თუ რომელი ვაქცინებით აცრა იქნება შესაძლებელი მასობრივი ვაქცინაციის ცენტრებში და რომლით მხოლოდ კლინიკებში:

"ფაიზერზე" და "ასტრაზენეკაზე" ხელმისაწვდომობა იქნება მხოლოდ კლინიკებში, ვინაიდან ეს უსაფრთხოებიდან გამომდინარე არის მნიშვნელოვანი, ჩინური ვაქცინებით "სინოფარმით" და "სინოვაკით" ვაქცინაცია შეეძლებათ ამ დამატებით მოწყობილ ვაქცინაციის ცენტრებში," - აღნიშნა მინისტრმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები