17 ნოემბერი 2024,   00:48
ვრცლად
თბილისში კიდევ ერთი მეწყერსაშიში ზონა გაჩნდა - პოლიციამ ლისი-მუხაწყაროს გზა გადაკეტა

კიდევ ერთი მეწყერსაშიში ზონა - ლისი-მუხათწყაროს გზა გადაკეტილია. ადგილზე ბეტონის ჯებირები მიიტანეს, მობილიზებულია პოლიცია.

მორიგი სტიქიური ზონის შესახებ გეოლოგების დასკვნა ხვალ გახდება ცნობილი, მეწყრული პროცესები სოფელ მსხალდიდის მონაკვეთზე რამდენიმე საათის წინ განვითარდა.

მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის, დავით ნოზაძის განცხადებით, მეწყრული პროცესები დღეს დილიდან გააქტიურდა. 

"დილიდან აღნიშნულ მონაკვეთზე გააქტიურდა მეწყრული პროცესები. აქ იყვნენ სამშენებლო კომპანიიდანაც, ვინც გზის მშენებლობა განახორციელეს. აქ იყვნენ გეოლოგიური სამსახურის წარმომადგენლები, რომლებიც დაიწყებენ საინჟინრო პროექტზე მუშაობას. აღნიშნული კომპანია კი დაიწყებს გზის მოვლა-პატრონობას, რადგან ეს მის პასუხისმგებლობაშია,"- აღნიშნა გუბერნატორმა.

დღის ამბები