ევროკავშირმა ეპიდემიოლოგიურად უსაფრთხო მესამე ქვეყნების სიას 11 სახელმწიფო დაამატა. მათ შორისაა სომხეთი და აზერბაიჯანი.
ამჟამად სიაში არიან: სომხეთი, აზერბაიჯანი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ბრუნეი, კანადა, იორდანია, კოსოვო, მოლდოვა, მონტენეგრო, ყატარი, საუდის არაბეთი, ალბანეთი, ავსტრალია, ისრაელი, იაპონია, ლიბანი, ახალი ზელანდია, ჩრდილოეთ მაკედონია, რუანდა, სერბეთი, სინგაპური, სამხრეთ კორეა, ტაივანი, ტაილანდი და აშშ.
პროტოკოლის შესაბამისად, უსაფრთხო ქვეყნების მოქალაქეები ევროკავშირისა და შენგენის ზონაში შეზღუდვების გარეშე შეძლებენ შესვლას. ევროკავშირი უსაფრთხო მესამე ქვეყნების სიას 2 კვირაში ერთხელ აახლებს. საქართველო ამ სიიდან გასული წლის ოქტომბერში ამოიღეს.