20 ნოემბერი 2024,   00:42
ვრცლად
"ღირსების მარშის" ორგანიზატორები და მხარდამჭერები შსს მინისტრს მათი უსაფრთხოების დაცვისკენ მოუწოდებენ

შინაგან საქმეთა მინისტრმა უნდა უზრუნველყოს 5 ივლისს მარშის უსაფრთხოდ ჩატარება - "ღირსების მარშის" ორგანიზატორები და მხარდამჭერები ვახტანგ გომელაურს მათი უსაფრთხოების დაცვისკენ მოუწოდებენ. აქტივისტებმა, პოლიტიკოსებმა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ერთობლივი ბრიფინგი პარლამენტში გამართეს.

"ეს არის ტესტი მთელი ქვეყნისთვის და ჩვენი საზოგადოებისთვის. ვირჩევთ კონსტიტუციურ სახელმწიფოს, თუ ვირჩევთ ძალადობრივი ჯგუფებისგან მართულ საზოგადოებრივ ერთობას. ჩვენ მაინც პოზიტიურად ველოდებით, რომ ეს მარში ჩაივლის უსაფრთხოების სრული გარანტიით," - განაცხადა ფონდის "ევროპელი ქალები საერთო მომავლისთვის" საქართველოს ოფისის კოორდინატორმა იდა ბახტურიძემ.

პარლამენტის ფრაქცია "შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის" თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე შინაგან საქმეთა მინისტრს მოუწოდებს  განმარტოს, თუ როგორ აპირებს 5 ივლისს დაგეგმილ მარშზე ადამიანთა დაცვას და ყველაფრის უსაფრთხო რეჟიმში ჩატარებას.

"მე დარწმუნებული ვარ და იმედი მაქვს, რომ გარკვეული ნაბიჯები ისევ იდგმება და კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ მათ მკაფიო, ძალიან მკაფიო გარანტიები უნდა მოგვცენ უსაფრთხოების. ჩვენი მარში იქნება მშვიდობიანი და ამ მარშის უსაფრთხოება უნდა უზრუნველჰყოს სახელმწიფომ" - განაცხადა ნინია კაკაბაძემ.

დღის ამბები