02 სექტემბერი 2026,   15:26
ვრცლად
ქვების, ბოთლების და კვერცხების სროლისთვის პრაიდის აქციაზე დაკავებულთა სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

"თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირებისას დაკავებული 20 პირის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება. ისინი პოლიციამ ადმინისტრაციული წესის დარღვევისთვის აიყვანა.

გუშინ აგრესიული ჯგუფის წევრებმა ვითარების დაძაბვა რამდენჯერმე სცადეს. ისროდნენ ქვებს, ბოთლებს და კვერცხებს.

პოლიცია "პრაიდის" მოწინააღმდეგეებს ღონისძიების მონაწილეებთან მიახლოების საშუალებას არ აძლევდა. რადიკალური ჯგუფის წევრების განცხადებით ისინი პრაიდის ყველა ღონისძიების პარალელურად შეიკრიბებიან და LGBTQ თემის იგივე ფორმებით გააპროტესტებენ კვირეულს.

დღის ამბები