20 ნოემბერი 2024,   05:37
ვრცლად
ე.წ. ინდური შტამის შემთხვევების რაოდენობა ქვეყანაში არის 52 დადასტურებული - თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, ქვეყანაში ჯამში ე.წ. ინდური შტამის 52 შემთხვევაა დადასტურებული, 5 საეჭვო შემთხვევაზე კი კვლევა მიმდინარეობს. 

მისივე თქმით, ამ დროისთვის რაიმე მძიმე მიმდინარეობა არც ერთ შემთხვევაში არ ფიქსირდება. 

"ე.წ. ინდური შტამი, როგორც ეს ცნობილია საზოგადოებაში, შემთხვევების რაოდენობა ქვეყანაში ჯამურად არის 52 დადასტურებული. 5 საეჭვო შემთხვევაზე მიმდინარეობს კვლევა. ჯერჯერობით, რაიმე განსაკუთრებული მძიმე მიმდინარეობა ამ შემთხვევებში გამოკვეთილი არ არის, თუმცა იმის რისკი, რომ დელტა შტამი შესაძლოა მეტად გავრცელდეს და შეფასებული მაჩვენებლით ეს არის 10-20%-მდე, რა თქმა უნდა არსებობს, განსაკუთრებული სიფრთხილე გვმართებს,“ - აცხადებს თამარ გაბუნია.

 

დღის ამბები