20 ნოემბერი 2024,   05:45
ვრცლად
"გადაწყვეტილი მაქვს, გავარკვიო, ვინ დგას ლგბტ თემზე ძალადობის უკან" - ადამ კინზინგერი

5 ივლისს თბილისში განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ დაგმეს შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში. უწყების პრესსპიკერის, ნედ პრაისის თქმით, საქართველოში პოლიტიკური ლიდერები და სამართალდამცავი ორგანოები ვალდებულები არიან, დაიცვან გამოხატვისა და შეკრების კონსტიტუციური უფლებები და პასუხისგებაში მისცენ ძალადობაში მონაწილე პირები.

"ვგმობთ 5 ივლისს საქართველოში განხორციელებულ ძალადობრივ თავდასხმას სამოქალაქო აქტივისტებზე, საზოგადოების წევრებზე და ჟურნალისტებზე. საქართველოს ლიდერები და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები ვალდებულნი არიან, დაიცვან გამოხატვისა და შეკრების კონსტიტუციური უფლებები და პასუხისგებაში მისცენ ძალადობის ჩამდენი პირები.

ქართველებს ისე, როგორც ყველა ადამიანს მსოფლიოს გარშემო, უფლება აქვთ გამოხატონ თავიანთი შეხედულებები მაშინაც კი, როდესაც ეს შეხედულებები გარკვეულ კონტექსტში, შესაძლოა, არაპოპულარული, ან წინააღმდეგობრივი ჩანდეს.

შევახსენებთ საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს, სამართალდამცავ ორგანოებსა და ინსტიტუტებს პასუხისმგებლობის შესახებ, რომ დაიცვან ყველა, ვინც საკუთარი კონსტიტუციური უფლებებით სარგებლობს, დაიცვან ჟურნალისტები, რომლებიც იყენებენ პრესის თავისუფლების უფლებას და საჯაროდ დაგმონ ძალადობა,“ - აცხადებს ნედ პრაისი. 

საქართველოში შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებას მხარს უჭერს ამერიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი.

"ვაკვირდები თბილისში ძალადობას და მხარს ვუჭერ ჩვენი საელჩოს განცხადებას. გადაწყვეტილი მაქვს, გავარკვიო, ვინ დგას ლგბტ თემზე ძალადობის უკან. ამერიკას თავისუფლების სჯერა,“- წერს კონგრესმენი. 

დღის ამბები