12 სექტემბერი 2026,   16:23
ვრცლად
ნაძალადევის რაიონში ეროსი მანჯგალაძის ქუჩის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს - მიმდინარე სამუშაოებს თბილისის მერი ადგილზე გაეცნო

ნაძალადევის რაიონში ეროსი მანჯგალაძის ქუჩის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ქუჩაზე მთლიანად იცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები, მათ შორის წყალმომარაგების ქსელი.

სამუშაოებში ჩართულია კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერიც".

მანჯგალაძის ქუჩაზე არსებული ვითარება თბილისის მერმა დაათვალიერა.

"მთლიანად იცვლება საკანალიზაციო ქსელი, წყლის მილები, ასევე შემოსულია გაზის კომპანია, ხდება სანიაღვრე სისტემების მოწყობა. ხდება ელექტროგადამცემი ხაზების, რომელიც ჰაერში არის გადმოკიდებული მიწის ქვემოთ ჩატანა, ახალი განათების ბოძები დამონტაჟდება და ყველანაირად კეთილმოწყობილი იქნება ეს კონკრეტული ქუჩა," - აცხადებს მერი.

დღის ამბები