20 ნოემბერი 2024,   05:22
ვრცლად
ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო - შსს

ოპერატორის გარდაცვალების საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. 

"ტელეკომპანია ტვ1-ის ოპერატორის, ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოში, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115 მუხლით დაიწყო.

დაინიშნება შესაბამისი სასამართლო-სამედიცინო ექსპეტიზა.

აქვე აღვნიშნავთ, რომ მიმდინარე წლის 5 ივლისს, თბილისი პრაიდის წინააღმდეგ გამართული აქციის გაშუქების დროს, ინგოროყვას ქუჩაზე მდებარე ორგანიზაცია "სირცხვილიას“ ოფისში, ტელეკომპანია "ტვ 1“-ის ჟურნალისტსა და ოპერატორს, ალექსანდრე ლაშქარავას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის, ჯგუფური ძალადობის ფაქტებზე გამოძიება მიმდინარეობს და დაკავებულია 4 პირი," - აღნიშნულია განცხადებაში. 

ლექსო ლაშქარავა დღეს დილით გარდაიცვალა. 

დღის ამბები