საქართველოს პირველი არხის გადაცემა "კვირის ინტერვიუს" წამყვანი ირაკლი აბსანძე, რომელიც აქციაზე დააკავეს, გაათავისუფლეს.
ირაკლი აბსანძე პოლიციამ ადმინისტრაციული წესით "ქართული ოცნების" ოფისთან აქციაზე რამდენიმე საათის წინ დააკავა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, "ქართული ოცნების" ოფისთან შეკრებილი აქციის მონაწილეები გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს, რის გამოც პოლიციამ ადმინისტრაციული წესით დააკავა 12 პირი, მათ შორის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი ირაკლი აბსანძე.